მღრღნელები აქტიური ცხოველები არიან, ამიტომ, იმისათვის, რომ ის მხოლოდ გალიაში, ერთფეროვან გარემოში არ იყოს, მას სჭირდება სხვადასხვა გასართობი საშუალება.
მღრღნელმა რომ კარგად იგრძნოს თავი თქვენს გარემოცვაში, მას ესაჭიროება არა მხოლოდ კომფორტული გალია, არამედ სიმშვიდე და იდილია. მნიშვნელოვანია, რომ მისი ნდობა დაიმსაუხუროთ და მიიჩვიოთ.
ზაზუნას სახლში მოყვანამდე, წინასწარ მოემზადეთ და მოიმარაგეთ ყველა ის ნივთი, რომელიც მას დასჭირდება. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რათა თქვენი ოჯახის ახალმა ბინადარმა თავი კომფორტულად იგნრძნოს.