მღრღნელის შერჩევისას მნიშვნელოვანია, მომავალ მფლობელს მასზე ზოგადი ინფორმაცია ჰქონდეს. ამ სტატიაში კი მოცემულია გაცილებით პოპულარული მღრღნელების სიცოცხლის ხანგრძლივობა.
მღრღნელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა:
დეკორატიული ვირთხა: 2-3 წელი |
დეკორატიული თაგვი: 1,50- 2,5 წელი |
ზღვის გოჭი: 6-9 წელი |
შინშილა: 15-20 წელი |
დაგუ: 8 წელი |
ციმბირული ანუ ცეროდენა ჯუჯა ზაზუნა, კემპბელის ზაზუნა: 2-3 |
რობოროვსკის ზაზუნა: 1,5 - 2 წელი |
ჩინური ზაზუნა: 2-4 წელი |
შედარებისთვის, ამ ჩამონათვალს დავუმატოთ სხვა პატარა ზომის შინაური ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა. ისინი არ მიეკუთვნებიან მღრღნელების რიგს, თუმცა, ხშირად მოიხსენიებენ ამ სახეობებთან ერთად:
თრითინა (სინდიოფალა): 8-10 წელი;
დეკორატიული კურდღელი: 8-12 წელი.
რა ფაქტორები მოქმედებს მღრღნელების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?
ყველა მზრუნველი პატრონის ამოცანაა: შინაური ცხოველისთვის უზრუნველყოს სწორი და ბალანსირებული კვება, თავის მღრღნელს შეუქმნას ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები და რეგულარულად შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კვების სასარგებლო რაციონი, მღრღნელისთვის კომფორტული პირობები, სტრესის გარეშე ყოფნა, ნორმალური ფიზიკური აქტივობა, სპეციალისტთან პროფილაქტიკური შემოწმება - სწორედ ეს არის ცხოველის ჯანმრთელობის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც შესაბამისად უზრუნველყოფს შინაური ბინადრის დიდხანს სიცოცხლეს.
ასევე იხილეთ:
როგორ მოვიპოვოთ ზაზუნას ნდობა და როგორ ვეთამაშოთ მას?
როგორ მივიჩვიოთ მღრღნელი?
12 რჩევა: რა უნდა ვიცოდეთ ზაზუნას ყიდვის დროს?