ზღვის გოჭის ქოსა ჯიში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ის პირველად 1978 წელს კანადაში ექსპერიმენტის შედეგად გამოიყვანეს. როგორც ჩანს, ერთ-ერთ მამრს გამორჩეული გენი ჰქონდა, რადგან ყველა მდედრმა, რომელთანაც ეს მამრი ცხოვრობდა ქოსა ნაშიერები გააჩინა.
6 წლის შემდეგ მუტაცია განმეორდა და მხოლოდ მას შემდეგ მომშენებლებმა გადაწყვიტეს ახალი ჯიშის გამოყვანა.
ამჟამად ამ ჯიშს "სკინს" უწოდებენ. სკინის ჯიშის ზღვის გოჭი თითქმის არაფრით განსხვავდება თავისი მოძმეებისგან, გარდა იმისა, რომ მას ჩვეულებრივ ზღვის გოჭზე ცოტა მეტი საკვები სჭირდება. ეს აუცილებელია, რათა სხეულმა მაღალი ტემპერატურა შეინარჩუნოს.
იხილეთ უჩვეულო გარეგნობის ზღვის გოჭების ფოტოები, რომელბიც პატარა ბეჰემოთს მოგაგონებთ.
ასევე იხილეთ:
6 მიზეზი, თუ რატომ უნდა აიყვანოთ ზღვის გოჭი
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ზღვის გოჭებზე. მათი წაკითხვის შემდეგ ეს მღრღნელი აუცილებლად შეგიყვარდებათ