ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, თქვენ ხართ! ძაღლის ჯანმრთელობის რეგულარულად შემოწმება სახლში მისი მოვლა-ვარცხნის დროს შეგიძლიათ. რაც ადრე აღმოუჩენთ დაავადებას, მით
უფრო გაუადვილდება ვეტერინარს მისი განკურნება.
ძაღლის გასინჯვა ტანის მასაჟის დროს შეგიძლიათ – დაიწყეთ თავით, გადადით კისერზე, გააგრძელეთ ზურგზე და დაასრულეთ ფეხებით.
ძაღლს დრუნჩი, ჩვეულებრივ, ცივი და სველი აქვს, რაც ნორმად მიიჩნევა, თბილი და მშრალი ცხვირიც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს, თუკი მას თან არ ახლავს ავადმყოფობის სხვა
გადაუსვით ხელი ბეწვზე. ჯანმრთელი ბეწვი ბზინავს და ხელის გადასმით უხვად არ სცვივა. დააკვირდით, აქვს თუ არა ბალანგაცვენილი უბნები.
გადაუწიეთ ბეწვი და გაუსინჯეთ კანი – ის უნდა იყოს სუფთა – ქერცლის, ცხიმისა და სუნის გარეშე. დაათვალიერეთ, ხომ არ ჰყავს რწყილები, (რწყილის ექსკრემენტი მსხვილი, შავი პილპილივით გამოიყურება), ანდა ტკიპები.
გაუსინჯეთ ნეკნები – თუ ძაღლი კარგ ფორმაშია, ისინი კარგად ეტყობა, მსუქანი ძაღლის ნეკნები ცხიმის სქელი ფენით არის დაფარული, ზედმეტად გამხდარს კი გამოჩრილი აქვს. გამობერილი მუცელი ნორმალურია ჭარბწონიანი ძაღლისათვის, მაგრამ ზედმეტად გამხდრისთვის პათოლოგიაა.
გაუსინჯეთ კუდის ძირი, ანალური ხვრელის მიდამო უნდა ჰქონდეს სუფთა, მშრალი და კოშტების გარეშე. გაღიზიანების ნიშნები მიუთითებს ფაღარათზე, ან ჰელმითებზე, ანდა ანალური ჯირკვლის სადინარის დახშობაზე.
ჯანმრთელი ძაღლის თვალები მოელვარე და დაწმენდილია. არ უნდა აღენიშნებოდეს ცრემლი, სიწითლე, სიელმე (რაც ტკივილის ნიშანია) და ამღვრევა.
დაუთვალიერეთ ყურები – მათი შიდა ზედაპირი მოვარდისფრო უნდა იყოს და შეხებისას არ უნდა სტკიოდეს. ნებისმიერი სახის გამონადენი, უსიამოვნო სუნი, შესივება ან სისველე არასასურველი ნიშანია.
იმის გასარკვევად, გამომშრალი აქვს თუ არა კანი, ძაღლს კისერზე ფრთხილად უჩქმიტეთ. ნორმალური კანი რბილია და სწრაფად სწორდება, გამომშრალი კანი კი გაშეშებულია და ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას.
ზედაპირული და ძალზე ხშირი ე.წ. "ძაღლური სუნთქვა" ღრძილების ან კბილების დაავადებაზე მიუთითებს. შესაძლებელია, ჰქონდეს თირკმლის ან საჭმლის მონელების პრობლემები.
ძაღლის კბილები თეთრი უნდა იყოს, თუ ყვითელია ან ყავისფერი, სპეციალისტმა უნდა გაუსუფთაოს.
ყურადღებით დაუთვალიერეთ პირის ღრუ. ღრძილები და ენა ვარდისფერი უნდა ჰქონდეს. ზოგ ძაღლს შავი პიგმენტური ლაქები აქვს, რაც ამ ჯიშისთვის ნორმალურია. შარ-პეისა და ჩაუ-ჩაუს ენა მოლურჯო-მოშავო ფერისაა. ენის სითეთრე, სიწითლე, სილურჯე ან სიყვითლე ავადმყოფობის ნიშანია. პირის ღრუში შესივებული უბნის არსებობა არასასურველია.
ყური დაუგდეთ თქვენი ძაღლის სუნთქვას. ის რიტმული და მშვიდი უნდა იყოს. ძაღლები მხოლოდ მაშინ ქოშინებენ, როცა სცხელათ ან რაღაც აწუხებთ
შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს ფეხები და თათები. დარწმუნდით, რომ არსად ისინჯება სიმსივნე ან მტკივნეული უბანი. ნახეთ, სჭირდება თუ არა ფრჩილების დაჭრა?