ისტორია
უჯიშო კატებში ბეწვის კრემისფერი უბნები იშვიათი არ არის, დღეს ეს ფერი ბევრ ჯიშშიც გვხვდება, თუმცა სუფთა ხაზებშიც კი ძალიან ძნელია ისეთი კრემისფერი კატების გამოყვანა, რომელთაც საერთოდ არ ექნებათ ზოლები და ლაქები. კნუტებში ეს შედარებით მუქი ნიშნები განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს, მაგრამ კატის ზრდასთან ერთად თანდათან მკრთალდება. ეს უმართავი პროცესია და მისი მოწესრიგება შეუძლებელია. ზოგიერთ კრემისფერ
ბეწვის სიგრძის მნიშვნელობა
ამ კატების ბეწვის სიმკვეთრეზე გავლენას ახდენს ბალნის სიგრძე. მოკლებეწვიან ინდივიდებში ბეწვი საკმაოდ კომპაქტური და მუქია, რის გამოც ღია ფერის ზოლები კარგად ჩანს. გრძელბეწვიანებში სიმკვეთრე იკლებს, რადგან ბეწვი ნაკლებად დაწოლილია. კრემისფერი კატების თვალის ფერი, ჩვეულებრივ, მდიდრული სპილენძისფერ-ნარინჯისფერია, რაც ამ ცხოველებს მიმზიდველობას მატებს. ასეთი შეფერილობის კატებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია დიდი და მეგვალი თვალები.