მოდი, გადავხედოთ ვინ არიან ფაუნის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები.
სპილო
ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველია დედამიწაზე. სპილოები ეხმარებიან ადამიანებს და ასრულებენ მძიმე სამუშაოებს. სპილო ინდოეთში უკვე დიდი ხანია შინაური ცხოველი გახდა. მას 9 ტონამდე ტვირთის აწევა შეუძლია, რაც ადამიანის ძალებს აღემატება.
ლეოპარდი
საკმაოდ ძლიერი ცხოველია. ეს დიდი კატა იოლად უსწორდება ისეთ ცხოველებს,
გვირგვინოსანი არწივი
ყველაზე ძლიერი მტაცებელი ფრინველია, რომელიც აფრიკაში ბინადრობს. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 2 მეტრს აღწევს, როდესაც გვირგვინოსანი არწივი თავს ესხმის ნადავლს, მსხვერპლს არანაირი შანსი არ აქვს, რომ მტაცებელს კლანჭებიდან დაუძვრეს. გვირგვინოსანი არწივები წყვილად ნადირობენ. ერთი მტაცებელი მსხვერპლს ყურადღებას უფანტავს, მეორე კი თავს ესხმის. ამ ფრინველს შეუძლია ნადავლთან ერთად 16-17 კმ. იფრინოს. მეტიც, ამ გზის გავლა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მსხვერპლი არწივის წონას 4-ჯერ აღემატება.
გვირგვინოსანი არწივი ზედმეტად აგრესიული და გამბედავი ფრინველია. როდესაც თავის ბუდეში იმყოფება და გრძნობს საშიშროებას, შეუძლია თავს დაესხას არა მარტო ცხოველს, არამედ ადამიანსაც.
გორილა
ყველაზე დიდი და ძლიერი პრიმატია დედამიწაზე. წინა და უკანა კიდურები საკმაოდ ძლიერი აქვს და საკმაოდ განვითარებული კუნთები. განსაკუთრებული სიძლიერით მამრი გორილები გამოირჩევიან. მოზრდილ გორილას შეუძლია საკუთარ წონაზე 10-ჯერ მეტი ტვირთის აწევა.
ჭიანჭველა
ბევრისთვის უცხო არ არის, რომ ჭიანჭველა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწერია დედამიწაზე. ზომით ციცქნა ჭიანჭველას მარტივად შეუძლია გადაიტანოს მასზე ბევრად მძიმე ტვირთი. ეს მწერები ძირითადად დიდ ტვირთს ეზიდებიან. ჭიანჭველის შრომა ორმაგდება, როდესაც ის საცხოვრებელ ბუდეს იშენებს. მას შეუძლია საკუთარ წონასთან შედარებით 10-20-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთის აწევა.
ხოჭო-მარტორქა
ამ ხოჭომ სახელი თავის არეში რქოვანი წანაზარდის გამო მიიღო. ამ მწერის სიძლიერე ჭიანჭველას ძალებს ბევრად აჭარბებს. ხოჭო-მარტორქას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 850-ჯერ მძიმე ტვირთის გადაადგილება. მისი სიდიდე დაახლოებით 25-40 მმ-მდე აღწევს.
ტკიპა
ყველაზე ძლიერი არსებაა დედამიწაზე და ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პარაზიტი. ამ პაწაწინა არსებას შეუძლია თავის წონასთან შედარებით 1180-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთი ზიდოს.
დასასრულ, ალბათ მიხვდებოდით, რომ პატარა, სულაც არ ნიშნავს სუსტს. როგორც ვხედავთ, ბევრ ციცქნა არსებას შეუძლია ყველაზე დიდ ცხოველსაც გადაუსწროს სიძლიერეში.