ადგილობრივმა ტომებმა უცნაურ და საშიშ არსებას თევზი-მბენგა დაარქვეს, ხოლო მოგზაურები და მონადირეები მას მკვლელ-თევზს უწოდებენ.
ბრიტანელი მეთევზე, ბიოლოგი, ექსტრემალი და გადაცემის "მდინარის მონსტრების" წამყვანი, ჯერემი უაიტი, მდინარის ნაპირებს სანადიროდ ეწვია. მან ადგილობრივი ტომებისგან შეიტყო, რომ მბენგა 50 კგ-მდე იწონის, ხოლო მისი მაქსიმალური სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევს. თავისთავად, ასეთ მონსტრთან შეხვედრას გველები და ნიანგები ერიდებიან.
ბიოლოგს სამი დღე დასჭირდა უზარმაზარი თევზის დასაჭერად. აფრიკული ტეტრას ოჯახიდან ვეფხვისებრი თევზის სახეობა (Hydrocynus-ი სინამდვილეში ასე უწოდებენ ამ თევზს) სწრაფ რეაგირებას ახდენს უმნიშვნელო მოძრაობაზეც კი. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენჯერმე დაფიქსირდა მბენგას მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტი.
ასევე იხილეთ:
ბრაზილიელმა მეთევზემ გადაიღო უზარმაზარი ანაკონდა, რომელიც მდინარეზე მშვიდად მიცურავდა
5 გავრცელებული მითი ზვიგენების შესახებ
მყვინთავმა ადამიანის სიდიდის მედუზა აღმოაჩინა