კითხვა: გამარჯობა, მყავს ამერიკული კოკერ სპანიელი 1 წლის და 2 თვის . ბოლო 4 დღეა გამუდმებით იქავებს მუცელს კანი გაუწითლდა, ძუძუს თავებზე ნაკაწრებიც გაუჩნდა ქავილისგან , არ აქვს გამონაყარი მთლიანად მუცლის არეს იქავებს სადაც ნაზი კანია , რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:
გამარჯობა, შესაძლოა უბრალოდ რწყილები გაუჩნდა , თუმცა კანის დაავადებაც არაა გამორიცხული, ასევე კუჭნაწლავის პრობლემებმაც იცის მსგავსი ალერგია. თუ რწყილებზე დამუშავებული არ გყავთ ამ 1 თვის განმავლობაში დაამუშავეთ, თუ მაინც გაუგრძელდა პრობლემა მიიყვანეთ კლინიკაში და გაუკეთეთ კანის ანალიზი