ცენტრალური პლატოს ადმინისტრაციული რეგიონი (ავსტრალია) დაინტერესდა ადგილობრივი კატების ღამის ცხოვრებით და ჩაატარა მონიტორინგი, თუ სად იკარგებიან შინაური ბინადრები ღამით. ათზე მეტმა კატამ მიიღო სპეციალური საყელური, რომელიც აღჭურვილი იყო GPS -ის მოწყობილობით. კატების გადაადგილება აისახებოდა ადგილობრივ რუკაზე. შედეგები მოულოდნელი იყო: როგორც აღმოჩნდა, კატები სეირნობისას, სახლიდან საკმაოდ შორს მიდიან
.
პროექტში, რომელიც მარტის შუა რიცხვებში დაიწყო, 25 კატა მონაწილეობდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ, მხოლოდ 14 დარჩა, რადგან დანარჩენებმა გადამცემი მოწყობილობა დაკარგეს.
კატის პატრონები გაოცებულნი იყვნენ, როცა გაიგეს, რამდენად შორს მიდიოდა მათი ბინადარი სახლიდან, ასევე შეშინდნენ, რადგან პოტენციური საშიშროება, რომ ცხოველს რაიმე დაემართოს, უფრო დიდია.
ასევე იხილეთ:
რატომ უყვარს კატას ძილის დროს პატრონზე წოლა
თუ კატა ასე იქცევა, ის რაღაც მნიშვნელოვანს გეუბნებათ
რატომ "იბანენ" კატები პირს და ძაღლები არა?