კვლევაში 2 000-ზე მეტმა ბრიტანელმა ძაღლის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. ფსიქოლოგებმა შემდეგი დასკვნა გააკეთეს:
ადამიანები, რომლებსაც იორკშირული ტერიერი მოსწონთ, თავს ყველაზე "ბედნიერ ადამიანებად" თვლიან. მათ ძალიან მსუბუქი ხასიათი აქვთ და დიდი სამეგობრო წრე ჰყავთ.
ოქროსფერი რეტრივერის მფლობელები მეტად განათლებულ და ერუდირებულ ადამიანებად ითვლებიან. ისინი სულ იმის ცდაში არიან, რომ რაიმე ახალი გაიგონ და ისწავლონ.
ჩიხუახუას
კოკერ სპანიელის მოყვარული ადამიანი გამოირჩევა კომუნიკაბელურებით. იგი ძალიან მეგობრული, მიმზიდველი და რომანტიკული ბუნების არის.
დალმატინელის მფლობელები ზედმეტად ათამამებენ თავიანთ შინაურ ბინადრებს. ისინი არ იშურებენ ძალასა და შესაძლებლობას, რათა ცხოველმა კომფორტულად იგრძნოს თავი. ამ ჯიშის მოყვარულებს სხვა ადამიანებთან შედარებით, მეტად იზიდავს სპორტული მანქანები.
ფრანგული ბულდოგის მოყვარული ადამიანები ძალიან თავდაჯერებულები არიან. ისინი შედარებით იოლად ახერხებენ თავის დაძვრენას რთული სიტუაციიდან.
ლაბრადორის მოყვარულებს მოსწონთ მარტოობა, თავს არიდებენ ხმაურიან ადგილებსა და წვეულებებს. ისინი ძალიან მეგობრულები და ერთგულები არიან.
მოფსის ჯიშის ძაღლს უმეტესად მშვიდი ბუნების ადამიანები ირჩევენ.
ზოგადმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც მინიატურული ძაღლის ჯიშები მოსწონთ, ისეთები როგორიც არის, მაგ: ჩიხუახუა, გამოირჩევიან გულახდილობით და იოლად ითვისებენ სიახლეებს.
ხოლო ის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მეგობრული და მხიარული ხასიათის ძაღლს, მაგალითად ლაბრადორს, სასიამოვნო მოსაუბრე და მშვიდი ბუნების პიროვნებაა.
ემოციურ ადამიანებს ბიგლის ჯიშის ძაღლი, ან ავღანური მწევარი იზიდავთ.