გაიცანით ონნი - ხუთი თვის სამოედი ფინეთიდან.
ამ დღეს პატრონები ლეკვთან და მის დასთან, მადოისთან ერთად სასეირნოდ გავიდნენ, თუმცა, ისინი არ ელოდებოდნენ, თუ როგორ მდგომარეობაში დაბრუნდებოდა ონნი თავის დასთან თამაშის შემდეგ.
"თავიდან შოკში ვიყავით, ვერ წარმოგვედგინა, თუ რამდენ ხანს დასჭირდებოდა ონნის
"ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ სპეციალურად მოვაშორეთ მას ტალახი სახიდან ან ფოტო მონტაჟი გავაკეთეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. ონნი ყოველი სეირნობისას და თამაშის შემდეგ ასე გამოიყურება. მისი სახე სუფთა დარჩა, რადგან ამ ადგილზე ბეწვი დაბალი აქვს და არ დაბინძურდა", - წერს კომენტარებში ლოტა.
სამოედის ჯიშის ძაღლი გამოირჩევა ორმაგი ბეწვით, რომელიც შედგება სხეულის ზედაპირზე გრძელი, ხოლო მის ქვეშ ხშირი, რბილი და მოკლე თივთიკით. მიუხედავად იმისა, რომ სეირნობის შემდეგ ონნი ჭუჭყიანია, მის ბეწვს უნარი აქვს თვითგასუფთავების - გასუფთავებამდე, აუცილებელია, ბეწვი გაშრეს.
ონნის ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა და, როგორც ჩანს, ლეკვს საერთოდ არ აწუხებს ბეწვზე არსებული ტალახი, მისთვის მთავარია რაც შეიძლება ბევრი ითამაშოს თოვლში თავის დასთან ერთად.
აი, ასე გამოიყურება ონნი, ყოველი სეირნობის შემდეგ:
წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
ოჯახმა ჰასკი ერთი საათით მარტო დატოვა...
რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?