ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..
პატრონის სიკვდილი უმძიმესი დღეა ყველა ძაღლისთვის. თუმცა, ზოგი ბინადარი ამ დანაკარგს ბევრად მძიმედ იტანს.
თუ პატრონი ოთხფეხა მეგობრისთვის მთელი სამყარო იყო, მაშინ მისი დაკარგვის შემდეგ ძაღლი ვეღარ ივსებს გაჩენილ სიცარიელეს და ცდილობს, რაც შეიძლება ახლოს იყოს მის გარდაცვლილ მეგობართან. ასეთი ამბავი გადახდა თავს სერბეთის ერთ-ერთ ქალაქში ერთ გერმანულ ნაგაზს. პატრონის დაკარგვის შემდეგ იგი პატრონის საფლავთან დარჩა.
სასაფლაოს მუშები ყვებიან, რომ ერთგული მეგობარი საფლავთან ყოველ დღე მიდიოდა. მას მხოლოდ საკვების მოსაძებნად სცილდებოდა. ცუდი ამინდის გადასატანად ძაღლმა იქვე, პირდაპირ პატრონის საფლავზე პატარა თავშესაფარი მოიწყო.
მისი იქიდან წაყვანა
ბევრჯერ სცადეს, თუმცა, ძაღლი ყოველთვის ბრუნდებოდა თავისი პატრონის სასაფლაოზე. ძაღლი იმ სიყვარულისა და ერთგულების თავისებური
სიმბოლო გახდა, რაც მხოლოდ ცხოველებს თუ შეუძლიათ.
ეს წარმოუდგენელი ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ როგორი თავგანწირული სიყვარული შეუძლიათ ძაღლებს მათი პატრონებისადმი.
ასევე იხილეთ:
ერთგული ძაღლი პატრონის საფლავთან 15 დღე იწვაძაღლი 6 წელია გარდაცვლილი პატრონის საფლავზე ცხოვრობსერთგული აქლემი პატრონის საფლავს არ ტოვებს