რომელი ხილი/ბოსტნეული შეიძლება მივცეთ ლეკვს/ძაღლს?
ბოლქვოვანი მცენარეები და ბოსტნეული - სტაფილო, გოგრა, კარტოფილი. საკმაოდ ტკბილ ბოლქვოვან მცენარედ ითვლება ჭარხალი, თუმცა, საკვებად მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა.
ხილი - ნებისმიერი, რომელიც მოსწონს ძაღლს. ეს არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიც არის შინაური
მიქაციეთ ყურადღება! ძაღლების უმეტესობას მოსწონს საზამთრო და ნესვი. საზამთრო აძლიერებს თირკმელების მუშაობას და უწყობს ხელს მის გადატვირთვას, ხოლო ნესვი რთულად გადასამუშავებელი პროდუქტია, თუმცა, ვეტერინარები მას არ კრძალავენ. რაც შეეხება ძაღლების უმეტესობისთვის საყვარელ პროდუქტებს, ესენია: ქიშმიში და ყურძენი. ყურძენი ტოქსიკურია და კატეგორიულად იკრძალება.
თაფლი - ითვლება ძლიერ ალერგიულ პროდუქტად, თუმცა, ძაღლების უმეტესობა გემრიელად მიირთმევს. მისი, როგორც ტკბილეულის მიღება მცირე რაოდენობით სასარგებლოა.
თესლი და თხილი- ნუში, კანგაცლილი მზესუმზირა, მოუხალავი და თერმოგადამუშავებული მცირე რაოდენობით სეზამის მარცვლების მიღება იშვიათად და მცირე რაოდენობით შესაძლებელია.
ნედლი ხორბალი ან შვრია - საკმაოდ ტკბილია, რომელიც შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. არ არის რეკომენდირებული ძაღლისთვის მისი ხშირად მიღება, რადგან მას ნაწლავების "ცოცხს" უწოდებენ და იწვევს დიარეას.
აუცილებელია იცოდეთ: ძაღლებისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ტკბილი რკო! მეტიც, ეს მცენარე უბრალო თამაშის დროსაც (კბილებით ღრღნა და ა.შ.) შესაძლოა ძაღლისთვის ზიანის მომტანი იყოს. ის შეიცავს გალოტანინს, რომელიც ჩვენი შინაური ბინადრისთვის შხამია. ეს ნივთიერება გამოიყენება მედიცინაში და საყოფაცხოვრებო პროდუქტების დამზადების დროს. მაგალითად, მისგან ამზადებენ მელანს.
ასევე იხილეთ:
რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა
რა უნდა ვაჭამოთ ძაღლს?!
შეიძლება თუ არა ძაღლები იყვნენ ვეგეტარიანელები?